ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის გზავნილები ახალი შესაძლებლობა და ხელჩასაჭიდი ფორმულა იქნება, რომლითაც ის ისაუბრებს რა უნდა ხალხს და არა მმართველ პარტიას

პრეზიდენტის გზავნილები დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ახალი შესაძლებლობა და ხელჩასაჭიდი ფორმულა იქნება, რომლითაც ის ისაუბრებს, რა უნდა ხალხს და არა მმართველ პარტიას, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილია ის, ვისაც ყველაზე "ეფექტიანად შეუძლია ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოიყენოს".

"ვიზიტი ახლა საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებული შინაარსითაა დატვირთული, ვიდრე რაიმე სხვა ნებისმიერი აქტივობა იმიტომ, რომ ესაა ის ტრიბუნა, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ გამოყენებულა. განსაკუთრებით, როდესაც მმართველი პარტიიდან ანტიდასავლური რიტორიკა და სრულიად გამაოგნებელი და ევროპული ოჯახისთვის დამაბნეველი განცხადებები ისმის, ამ ფონზე პრეზიდენტის გზავნილები დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ახალი შესაძლებლობა და ხელჩასაჭიდი ფორმულა იქნება, რომლითაც ისაუბრებს რა უნდა ხალხს და არა რა უნდა მმართველ პარტიას. ამიტომაც ახლა მგონია, რომ ამ ტრიბუნის ყველაზე ეფექტიანად გამოყენება ვისაც შეუძლია, ეს პრეზიდენტია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ყველაზე დიდი შესაძლებლობა მას აქვს. სახელისუფლებო შტოებიდან ხალხის განწყობას არც ერთი სხვა ინსტიტუტი გამოხატავს, რომ მან აიღოს ინიციატივა და ევროპული იდეის ირგვლივ ყველა გააერთიანოს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო მისი წევრია და არა რუსეთის გუბერნია. ვიცი, რომ პრეზიდენტს სხვა პოლიტიკური შეხვედრებიც ექნება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ დროში ქმედითი ნაბიჯებსაც გადადგამს, რომლითაც ქვეყანამ დემოკრატიულ გზაზე პოლიტიკური მზაობა უნდა აჩვენოს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა