ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობაში“ ვერ იჭერენ ვითარებას, არის შიდა კონფლიქტები და უკმაყოფილება - დაშლის პროცესი გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აკონტროლებენ ვითარებას და არის შიდა კონფლიქტები, უკმაყოფილება საერთო ვითარების მიმართ.

მან ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული ინიციატივა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პროცესი გაგრძელდება.

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა 36 დეპუტატით და ახლა მათ ფრაქციაში 20 დეპუტატი რჩება. მათი რიგების კლება არის მათი რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციული. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ბუნებრივია, მათი ფრაქციის უკმაყოფილებაა ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს „ნაცმოძრაობის“ დაშლას. ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ამ პროცესს. ისინი ვერ იჭერენ პარტიაში ვითარებას, არის შიდა კონფლიქტები, არის შიდა უკმაყოფილება საერთო ვითარების მიმართ, რაც არის „ნაცმოძრაობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დაშლის პროცესი გაგრძელდება. ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის შიგნით დაშლის პროცესის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ისინი ბუნებრივია, შეშფოთებული არიან ასეთი ინიციატივით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების - რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა საკუთარი მხარდაჭერის ძირითად არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ამით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუწყობენ ხელს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა