აჭარას უზბეკი ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას ჟურნალისტები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბუნებას გაეცნენ.

„უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენები 21 მაისიდან განაახლა და კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების მოწვევას წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე ბათუმს უკვე სტუმრობდა ყაზახი, არაბი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, სერბი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. უზბეკი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით სტუმრობდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა