გიორგი ბოტკოველი - ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუ ამას არ მოჰყვება რეალური საქმე და შედეგი, ნამდვილად არ ჩაითვლება, რომ ის ცდილობს რამე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას

ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუ ამას არ მოჰყვება რეალური საქმე და შედეგი, ნამდვილად არ ჩაითვლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს რამე სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს თავისი ექსკლუზიური უფლებების შესაბამისად.

„მუდმივად მაქვს მოლოდინი, რომ იქნებ როგორმე სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ქმედება განახორციელოს, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის წარმატებას და უკეთეს მომავალს. ჩვენ მოგვისმენია მისი განცხადებები, კრიტიკული განცხადებებიც ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მეორე დღეს მოგვისმენია სრულიად საპირისპირო და გვინახავს საპირისპირო ქმედება. ქალბატონ ზურაბიშვილს ძალიან ძლიერი ბერკეტი უჭირავს ხელში, რომლითაც ის შეძლებს როგორც პოლარიზაციის სრულად გაქრობას თუ არა, შემცირებას მაინც და შეძლებს იმას, რომ რეალურად საქართველოს მიეცეს საშუალება, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და პირველ რიგში შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა. 12-პუნქტიან გეგმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები. დღეს ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ჰყავს კიდევ პოლიტპატიმრები. სწორედ აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს თავისი ექსკლუზიური უფლებების შესაბამისად. ნებისმიერი მისი სიტყვა, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს, თუ ამას არ მოჰყვება რეალური საქმე და შედეგი, ნამდვილად არ ჩაითვლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს რამე სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის