ლევან ხაბეიშვილი - კრიმინალები, მკვლელები და ყაჩაღები ქალაქის ცენტრში თავისუფლად გადაადგილდებიან, კანონმორჩილ ადამიანებს, ლექტორებს, პროფესორებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, დევნიან

კრიმინალები, მკვლელები და ყაჩაღები ქალაქის ცენტრში თავისუფლად გადაადგილდებიან, კანონმორჩილ ადამიანებს, ლექტორებს, პროფესორებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, დევნიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რუსული რეჟიმის ინსტინქტებია დაშინების გზით მოახდინოს ადამიანზე ზეგავლენა.

„რუსული რეჟიმი საზოგადოებას ეუბნება, რომ თუ რამეს გააპროტესტებ, ყველას დაგიჭერთ, ხუთი ათასი ლარით დაგაჯარიმებთ, ათი ათასი ლარით, ან შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა შეგიფარდოთ, შემდეგ კი წლების განმავლობაში გატაროთ სასამართლოებში, თქვენი ოჯახები გავამწაროთ, თქვენს მეუღლეებს და შვილებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ დაგაპატიმრებთ.

ეს არის რუსული რეჟიმის ინსტინქტები, დაშინების გზით მოახდინოს ადამიანზე ზეგავლენა.

გიორგი მუმლაძეს ამის არ ეშინია, გამოცდილი ადამიანია ამ მიმართულებით, მასზე არაერთი ადმინისტრაციული წარმოება ჰქონია პოლიციას, ახლა სისხლის სამართლის ბრალით გაასამართლეს.

ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ასეთ ადამიანებს დასდევენ დასასჯელად და რეალური კრიმინალები, ვინც ქურდები და ყაჩაღები არიან თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში.

ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად ე.წ მათ ენაზე რომ ვთქვათ „პერესტრელკებს“ ქალაქის ცენტრში. კრიმინალები, მკვლელები, ყაჩაღები ქალაქის ცენტრში თავისუფლად გადაადგილდებიან და კანონმორჩილი ადამიანები, ლექტორები, პროფესორები, სამოქალაქო აქტივისტები, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის ამ ადამიანებს დევნიან.

ცხადია, ბრძოლა გაგრძელდება, არავის ეშინია. მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერც შეგვაშინებენ, ვერც ხელს აგვაღებინებენ ამ ბრძოლაზე და ეს ბრძოლა აუცილებლად კეთილსინდისიერი მშრომელი, კანონმორჩილი ადამიანების გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში