იმედი მაქვს, აღნიშნული ტრიბუნა გამოყენებული იქნება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დაგეგმილ მიმართავს გამოეხმაურა.
კალაძის სურვილია, რომ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებები გააჟღეროს.
„იმედი მაქვს აღნიშნული ტრიბუნა გამოყენებული იქნება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ მოწოდებები გაკეთდეს, თუ რამდენი რამე გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ და რამდენ რამეს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. შესაბამისად, მე ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ მოვისმინო მოწოდებები კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ თუ ვინმე იმსახურებდა და იმსახურებს სტატუს, ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა კალაძემ.