სალომე ზურაბიშვილი - ანტიევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ

ანტიევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს მთავრობები პრო-ევროპულ პლატფორმებს წინ აყენებდნენ და ყველას მუდმივი პროგრესი მოჰქონდა ამ გზაზე.

„პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ რუკაზე დააბრუნა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ პირველმა დააინიცირა ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაცია მისი რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტი გახადა, და მისი მმართველობის დროს საქართველო სამეზობლო პოლიტიკას და აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა.

2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობა პრო-ევროპული დღის წესრიგით იქნა არჩეული, და ამ მხრივ ზოგიერთ საკვანძო მომენტს მიაღწია ამ მხრივ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია თავის დროზე იქნა მიღწეული. კონსტიტუცია 2016 წელს შეიცვალა, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოეცვა და ეს ისეთი რამეა, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს.

გამოწვევებისა და უცხოური აგრესიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობდა, უარი არ უთქვამს და არ შეძრწუნებულა. ის თავის პოზიციაზე იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალი იყო, მხარს უჭერდა და ხანდახან წინ უძღვებოდა ან თავის მთავრობას აძალებდა, როდესაც მიყვებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციამდე გზას. გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა…

ეს გაკვეთილია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკისთვის - ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა