სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს - მინდა, ჩემი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა გამოვხატო პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი - დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

„საქართველო იზიარებს ტრაგიკულ ისტორიას, ორი საუკუნე ნახევრის განმავლობაში ცარისტული იმპერიალიზმის, რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და რეპრესიებისა, და კვლავ, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის სახით. ჩვენ ვიზიარებთ ამ ბედს უკრაინასთან ერთად. ამრიგად, მე თქვენს წინაშე დგომა უკრაინელი ხალხის მიმართ ქართველი ხალხის სრული, ცალსახა და პრინციპული სოლიდარობის დადასტურების გარეშე, არ შემიძლია.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სისხლს ღვრის თითოეული ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მსურს, აქ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისადმი და მისი ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა