პრეზიდენტი - მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია

მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით.

„მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია. ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. შეიძლება ჩემი ვეტო უმრავლესობის ამჟამინდელი წევრების მიერ უგულებელყოფილი იყოს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს დამიჭერენ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეხმიანება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით. მე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას გავაგრძელებ, ისე, როგორც მე ამას დღეს ვაკეთებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს