სალომე ზურაბიშვილი - 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი გატარდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო

მე მინდა გთხოვოთ საქართველოს წევრობა, როგორც ოჯახის წევრი გთხოვთ აღიარებას, მხარდაჭერას -12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი გატარდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება მომდევნო თვეებში, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ აპატიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იდეალური არაა, თუმცა ამ ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია.

„რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი? დღეს ჩემი სიტყვა იყო იმისკენ მიმართული, რომ ამეხსნა ჩვენი ევროპული იდენტობა, შემეხსენებინა, რომ ქართველმა ხალხმა გაიღო მსხვერპლი რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე და მესაუბრა იმ საკითხებზე, რა მიმართულებითაც მუშაობდა საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა. მე მინდა გთხოვოთ საქართველოს წევრობა, როგორც ოჯახის წევრი გთხოვთ აღიარებას, მხარდაჭერას…კანდიდატის სტატუსი ნიშნავს აღიარებას, აღიარებას ჩვენი დაუღალავი ბრძოლისა ევროპული იდენტობისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი ხარვეზები და სისუსტეები. არ გვინდა, რომ ამან გადაფაროს ჩვენი მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს გასული 30 წლის განმავლობაში და ეს არის მხოლოდ ერთი თაობა. ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით, ჩვენ იდეალურები არ ვართ, შორს ვართ აქედან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩემი დაუღალავი გზავნილები მთავრობის მიმართ იყო, რომ მოესმინათ ხალხისთვის, თავიანთი ხალხისთვის და ერთგული დარჩენილიყვნენ თავიანთი საარჩევნო დაპირებებისა ევროპისკენ გზაზე. 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი გატარდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება მომდევნო თვეებში, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ აპატიებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში