პრეზიდენტი - ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით: „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“

მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში საკუთარი სიტყვით გამოსვლა, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან აპლოდისმენტები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ის ევროდეპუტატებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიმართავს, ის მათ ასევე მიმართავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც.

„როდესაც მე თქვენ მოგმართავთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მე აგრეთვე მოგმართავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც, რადგან ეს მომავალი მათთვისაც, ერთადერთია, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში