პრეზიდენტი - რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის  თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი  ფრენების აღდგენა - კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში

რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეს არის მაგალითად თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში.

„რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა, ეს არის, მაგალითად, თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია. ეს ვერ მოხდება, არც საქართველოსთვის და არც ევროპისთვის. მაშინ, როდესაც ევროპა ეხმარება უკრაინას ამ სასტიკი ძალის წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს უფრო შეუმჩნეველი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს რეალურად არ რჩება შეუმჩნეველი, ეს არის მიზანმიმართული მხარდაჭერა ჩვენ მიმართ და კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა ჩვენს სტატუსს რეგიონში და ევროპას ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა და იმ ახალ მსოფლიოში, რომელიც იქმნება, ესმის, რომ საქართველო არის ნაწილი ამ ყველაფრის და ცენტრალური ელემენტი უსაფრთხო შავი ზღვის და კავკასიის რეგიონისა. ეს არის გასაღები სხვადასხვა პროექტისა შავი ზღვის და ცენტრალური აზიის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი მხარს დაუჭერდა ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში და გაგრძელეს ეს ტრაექტორია. ეს მიზანი არ უნდა იყოს გამოყენებული პოპულისტური ძალების მიერ, რათა შეიქმნას ანტიევროპული ტენდენცია და ასეთი ნარატივი გრძელდება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარს ეუბნებიან, იმიტომ, რომ ევროპა არ იზიარებს საქართველოს ტრადიციებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, ქართველმა ხალხმა გვაჩვენა სადაც დგას და არ უნდა უარვყოთ ბნელი ძალების შესაძლებლობები, რომლებიც ცდილობენ ამ სიმყარის შერყევას. კანდიდატის სტატუსი ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ დემოკრატიულ მომავალს ყველა ამ რეკომენდაციის მისაღწევად, რათა შეიქმნას საფუძველი ამ 12 რეკომენდაციის გასათვალისწინებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა