დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერის განცხადებებზე ევროპის სხვა დედაქალაქებში

მგონია, რომ პრეზიდენტი მზად არის გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა, ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია: როდის, რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე - არიან ადამიანები, რომელსაც რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

საერთო ჯამში, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ევროპარლამენტში სწორი აქცენტები ჰქონდა.

"პრეზიდენტის გამოსვლა ბრიუსელში იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ვერ ვიტყვი პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის სხვა დედაქალაქებში გაკეთებულ განცხადებებზე.

პრეზიდენტი შეეცადა ევროპელებისთვის დაენახებინა ის საქართველო, რაც სინამდვილეშია. ანუ ევროპული არჩევანის მქონე საქართველო, ევროპული ღირებულებების გამზიარებელი ქართველი ხალხი. აღმოჩნდება თუ არა ეს გამოსვლა საკმარისი იმის საკომპენსაციოდ, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა, ან ცუდად გააკეთა, დაწყებული შარლ მიშელის შეთანხმების გადაგდებით, დღემდე ბევრი ისეთი ქმედების ჩადენით, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს...შარშან ამ დღეს მიშელის შეთანხმების ფარგლებში რომ ვყოფილიყავით და შეთანხმების ფარგლებში წასულიყო პროცესები, მივიღებდით შარშანვე სტატუსს. მან რაზეც ისაუბრა, ეს იყო სწორი თემები, ყველას თავის გემოვნება და მოსაზრება აქვს, უნდა გავითვალისწინოთ, სად გამოდის. მე არ მგონია, რომ ამაზე მეტი კონკრეტიკა შეეძლო, სულ ერთი კვირის წინ გაცილებით მწვავე იყო ხელისუფლების მიმართ. ბრიუსელის ტრიბუნა არ იყო ის ტრიბუნა, სადაც პრეზიდენტს შიდა პოლიტიკური პროცესები უფრო დეტალურად უნდა გაერჩია.

მე ჩემს პირად დაკვირვებას მოგახსენებთ: მგონია, რომ (არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემი დაკვირვების შედეგს გეუბნებით) პრეზიდენტი მზად არის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, თუმცა, ალბათ, ორი ფაქტორია, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, როდის და რა ვითარებაში, რომ გარდა ჰუმანური აქტისა, ამან პოლიტიკური შედეგი მოუტანოს ქვეყანას და მეორე, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც, რაც მეტს შეუძახებ, მეტს გააკეთებს და არიან ადამიანები, რომელსაც რაც მეტს შეუძახებ, ცოტას გააკეთებს, ალბათ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო