ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - კარგი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამაკლდა და ველოდებოდი - თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს, რომ საქართველოში რუსეთმა ფეხი არ მოიკიდოს, იყოს მედიათავისუფლება

კარგი იყო, კი, უკრაინის გამარჯვებაში რწმენა, ზელენსკის ძალიან მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება, რომ ნამდვილად პროევროპულია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც დამაკლდა, თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს - გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტს არ უხსენებია არაფორმალური მმართველობის პრობლემა და ბიძინა ივანიშვილი.

"კარგი იყო, კი, უკრაინის გამარჯვებაში რწმენა, ზელენსკის ძალიან მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება, რომ ნამდვილად პროევროპული, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც დამაკლდა და ამას ველოდებოდი - თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს, რომ საქართველოში რუსეთმა ფეხი არ მოიკიდოს, არ იყოს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია და იყოს მედიათავისუფლება, აქ ბუნებრივია, მე ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

გასაგებია, კანდიდატის სტატუსს ითხოვს პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან, მაგრამ, როცა მინიშნებას არ აკეთებ ოლიგარქიულ მმართველობაზე და ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის ნიშანი. მე ვერ ვხვდები, რა ზეწოლას გულისხმობს, ჩვენ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას, თუმცა, ნიკა არ ითხოვს ამას რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ მას ისევ და ისევ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გვარამია და შევახსენებ, რომ კორუფციის მუხლით გამოძიება დაწყებული უნდა იყოს უამრავი ჩინოვნიკის მიმართ, მაგრამ ვხედავ, რომ ნიკა გვარამია არის ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო