ანა ფოტიგა - მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია, ვშიშობ არა მხოლოდ კრემლმა აირჩია სხვა გზა საქართველოსთვის -  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  ჩემპიონები ციხეში რჩებიან

მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია, საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“აღვნიშნავ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვას და იმედი მაქვს, რომ ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოს პროგრესის ჩვენი სამომავლო შეფასება, რომელიც საქმეებს ეყრდნობა და არა სიტყვებს, პოზიტიური იქნება. სამწუხაროდ, რთულ დროში ვცხოვრობთ და მხოლოდ სიტყვებზე და ტექნიკურ მხარეებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია. ვშიშობ, რომ არა მხოლოდ კრემლმა აირჩია სხვა გზა ქვეყნისთვის.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან, მათ თავს ესხმიან ან ივიწყებენ, და უამრავი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიიწევს, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

მთელი გულით ვისურვებდი, რომ აღვადგინოთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ. საქართველოს ხალხი მზად არის. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქართველი პარტნიორებისგან თამამი გადაწყვეტილებები გვჭირდება, რათა დამტკიცდეს, რომ ისინი ერთი და იგივე ხედვის ერთგულები არიან”, - წერს ფოტიგა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს