თეონა აქუბარდია - სალომე ზურაბიშვილმა მაინც დატოვა მოლოდინი, რომ შეიძლება ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს

მთავარი საკითხი ახლა, გარდა განცხადებებისა, არის რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი მისი დისკრეციიდან გამომდინარე იმ ღირებულებების დაცვისთვის, რომელზეც აქცენტი გააკეთა, მათ შორის ევროპარლამენტში გამოსვლისას, საუბარია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მან დატოვა მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"სამი ძირითადი გზავნილი ჰქონდა პრეზიდენტს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი ცივილიზაციური არჩევანია, რომ ევროკავშირში წევრობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის არის სწორედ ევროპა. ამავდროულად, ხაზგასმა რუსეთის ორასწლოვან აგრესიასა და მიმდინარე ოკუპაციაზე არის იმის მაჩვენებელი, რომ ევროპამ არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ მისი გავლენების ზრდა მოხდეს საქართველოში. მისი დღევანდელი გამოსვლა განსხვავდებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოში მისი კრიტიკული პოზიციებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა იყო ხელისუფლების მიმართ. მთავარი საკითხი ახლა არის, გარდა განცხადებებისა, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი მისი დისკრეციიდან გამომდინარე იმ ღირებულებების დაცვისთვის, რომელზეც აქცენტი გააკეთა, მათ შორის, ევროპარლამენტში გამოსვლისას, საუბარია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. იყო მოლოდინი, რომ ეს დღეს მაინც მოხდებოდა, თუმცა, მან ისაუბრა, რომ ის არ გაურბის ამას და ზეწოლა ითხოვა, რომ არ ყოფილიყო მის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, მაინც დატოვა მოლოდინი, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა