ხათუნა სამნიძე  - არ გამიკვირდება, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს პოლიტიკური ვითარების მიხედვით გადაწყვეტს - რაც შეეხება ევროპარლამენტში გამოსვლას, შეუძლებელია ისეთივე კრიტიკული იყო ქვეყნის გარეთ, როგორიც ქვეყნის შიგნით ხარ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იმ მომენტში მიიღებს, როდესაც ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან შეწყალებაზე ისაუბრებდა.

„არ მიფიქრია და დამიშვია, რომ ამ ტრიბუნიდან პრეზიდენტი შეწყალებაზე ისაუბრებდა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ზურაბიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ეს არის თავისი უფლებამოსილება და არ სჭირდება მითითებები და ზეწოლა. მაინც ვფიქრობ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე ეს [ნიკა გვარამიას შეწყალება] გახდება მთავარი საკითხი, რასაც სტატუსის მონიჭების დროს განსაკუთრებული წონა ექნება. მე არ გამიკვირდება, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის პოლიტიკური ფიგურა, ამას პოლიტიკური ვითარების მიხედვით გადაწყვეტს“, - განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებების შინაარსობრივი ნაწილის შეფასებისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ისეთივე კრიტიკული ვერ იქნებოდა, როგორც ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებების დროს არის.

სამნიძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც ის მთავრობის წევრებს მიმართავს, რომ არ აქვთ მუქარის უფლება, რადგან მაინც იმას გააკეთებს, რასაც ფიქრობს და რაც საჭიროდ მიიჩნევს, აჩვენებს, პრეზიდენტის მიმართ „ქართული ოცნების“ „ხშირი თითის დაქნევის“ პოლიტიკას.

ამასთან, სამნიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ „მაინც სიფრთხილით უყურებს პრეზიდენტის განცხადებებს და შეწყალებასთან დაკავშირებით შესაძლო გადაწყვეტილებას“ და დასძინა:

„შეუძლებელია ისეთივე კრიტიკული იყო ქვეყნის გარეთ, როგორიც ხარ ქვეყნის შიგნით. ევროპული ტრიბუნიდან, სადაც ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო, შიდა პროცესებზე და დაპირისპირებებზე არ დაიწყებდა პრეზიდენტი ლაპარაკს“, - განაცხადა სამნიძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს