პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილი „ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს - დაშვების დონეზე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ევროპას ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით

დაშვების დონეზე ვფიქრობ, ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება - ევროპას ივანიშვილი ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე- ღარიბაშვილის პირით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი "ნახევარ სიმართლეს" ლაპარაკობს და არასდროს უპირისპირდება ივანიშვილს.

"დიდი მოლოდინი არ მქონია. სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი მიეჩვია "ნახევარ სიმართლით" ლაპარაკს. ვიღაცებს ეს მოსწონთ და უკრავენ ტაშს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი "ნახევარ სიმართლეს" საუბრობს. როცა ამბობს, რომ ევროპულ კურსს ხელისუფლება უქმნის საფრთხეს, ხელისუფლება არ არის ღარიბაშვილი და კობახიძე, ევროპელები არ ტყუვდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ხომ ტყუილია, როცა ღარიბაშვილს და კობახიძეს აბრალებ ევროპული კურსის დივერსიას, ეს ივანიშვილს უნდა ასე და მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს ივანიშვილის ხელზე მოსამსახურე ღარიბაშვილი და კობახიძე. როცა ზურაბიშვილი საუბრობს მუქარაზე, კობახიძე გაბედავს ივანიშვილის გარეშე პრეზიდენტზე ზეწოლას?! საუბრობდა ევროპულ დემოკრატიაზე, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაზეც დგას ევროპული დემოკრატია და გვარამია რომ ივანიშვილის პირადი ტყვეა? კობახიძემ გააფრთხილა წითელი ხაზი არ გადაკვეთოო, რაც მათთვის ივანიშვილია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესი და მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილს უპირისპირდება რაიმე ფორმით ზურაბიშვილი. უფრო მეტიც, დაშვების დონეზე ვფიქრობ იმასაც, ეს ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება, რომ ევროპას ელაპარაკება ივანიშვილი ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე- ღარიბაშვილის პირით, თითქოს ევროპა უნდა მოდუნდეს და დავიჯეროთ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, პრეზიდენტი ევროპელია, მერე რა თუ ღარიბაშვილი რუსია. როცა ამას ვამბობ, კი არ მიხარია, მაგრამ ღარიბაშვილის გლობალურ სამიტზე გამოსვლამ გამიჩინა განცდა, რომ ფილიპე მახარაძე გაცოცხლდა და წარსდგა მოხსენებით. უფრო მეტიც, ვფიქრობდი პუტინს ამ სამიტებზე რომ არ უშვებენ, ღარიბაშვილი დანიშნა პირად წარმომადგენლად და საუბრობდა მისი პირით. როგორ შეიძლება თქვა, უკრაინა ნატოში რომ მიდიოდა, იმიტომ დაესხა რუსეთი თავსო?!" - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის