პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, როდის წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერი წლიური ანგარიშით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა.
„ანგარიში შემოვიდა პარლამენტში. ეს ანგარიში, როგორც ხდება ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, გადაეცემა ბიუროს. ბიურო ანაწილებს და გადასცემს ამ ანგარიშს საპარლამენტო სუბიექტებს, კომიტეტებს, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს. იცით, რომ ორშაბათს, 17:00 სთ-ზე ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული. გამოვა ბიუროზე ეს საკითხი და გადაეცემა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და კომიტეტს. არასდროს არაფერი დამალულა. სხვათა შორის, პარლამენტი გამორჩეულია გამჭვირვალობით და ინფორმაციის საჯაროობით, აქაც ზუსტად ასე იქნება. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაცემა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ, შემდეგ მედიასაც ექნება წვდომა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენს აპარატს კონსულტაციები ჰქონდა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან. ორი სასესიო კვირა გვაქვს დარჩენილი. მეორე სასესიო კვირაზე, დიდი ალბათობით, 30 ივნისს იქნება პრემიერის ანგარიში“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეხება ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „კაპრიზებით“ პარლამენტი არ მოქმედებს“.