შალვა პაპუაშვილი - მოვისმინე, თითქოს პრეზიდენტი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, როდესაც შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის - ტყვეებით ვაჭრობა არის, თუ რა არის?!

მოვისმინე, თითქოს პრეზიდენტი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის - ტყვეებით ვაჭრობა არის, თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო?! გამოვრიცხავ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გუშინ გაკეთებულ განმარტებებს, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას და მასთან დაკავშირებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ როდესაც ერთი მსჯავრდადებულის დაკავშირება ხდება ევროპულ პერსპექტივასთან, არაევროპულია და დისკრედიტაციას უწევს, როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ევროპას“.

„გუშინ მოვისმინე კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, როდესაც ის შეწყალებით, უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავაჭრო ობიექტი არ არის. მიკვირს, გუშინ ოპოზიციიდან რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა აღნიშნულზე მსგავსი კომენტარი. ტყვეებით ვაჭრობა არის, თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს ის. არ მგონია სწორი მიდგომა იყოს. არ მგონია, პრეზიდენტი ამ საკითხს ასე უყურებდეს. გამოდის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ეგუება იმას, რომ ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და ხელსაყრელ მომენტს ეძებს, რომელიც შეიძლება დადგეს, არ დადგეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, ადამიანის თავისუფლება იმის მიხედვით იცვლებოდეს, თუ რა მიზანია. კატეგორიულად გამოვრიცხავ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების გუშინ გაკეთებულ განმარტებებს, გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში