თეონა აქუბარდია - საქმე უცოდინარობასთან კი არა, პუტინის ადვოკატობასთან გვაქვს - რაც შეეხება პრემიერის ანგარიშს, როგორც წესი, ის ვრცელი სადღეგრძელოა, შინაარსის გარეშე

საქმე უცოდინარობასთან კი არა, პუტინის ადვოკატობასთან გვაქვს - რაც შეეხება მის ანგარიშს, როგორც წესი, ის ვრცელი სადღეგრძელოა, შინაარსის გარეშე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

აქუბარდია გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი ნატოს გაფართოებაა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი განცხადებების ფონზე, არ აქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი შედეგიანი იქნება. მან ისაუბრა, ასევე, პრემიერის საპარლამენტო ანგარიშზე და აღნიშნა, რომ, როგორც წესი, მისი ანგარიშები ვრცელი სადღეგრძელოა.

"საუბედუროდ პრემიერი პირდაპირ ჩაჯდა რუსულ ნარატივში. ამ მოცემულობაში, როცა ყველაზე კარგად საქართველოს პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ ნატო არაფერ შუაშია რუსეთის აგრესიასთან და როცა სოხუმს რუსეთის რეგულარული ჯარები ბომბავდნენ, ამ მოცემულობაში ნატოზე განაცხადი რომ არ ჰქონდა საქართველოს, ეს კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ აქ პრობლემა უცოდინარობასთან არ გვაქვს, აქ საქმე გვაქვს სამწუხაროდ, პუტინის ადვოკატობასთან და მისი ნარატივის გამეორებასთან. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მთავრობა რაიმე დადებითს მოიტანს ნატოში გაწევრიანების გზაზე და ნატოს სამიტი, რომელიც ვილნიუსში იმართება და რომლის წინაც პრემიერმა ეს თქვა, არ იქნება ხელშესახები საქართველოსთვის.

რაც შეეხება პრემიერის ანგარიშს, ის როგორც წესი, ვრცელი სადღეგრძელოა შინაარსის გარეშე, სადაც შეხვედრების რაოდენობის იქით არ არსებობს არც შედეგები და სტრატეგიული ხედვა," - განაცხადა აქუბარდიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში