ხატია დეკანოიძე - არჩევნების წინ სასწორის ერთ მხარეს დადებენ ევროკავშირს და ნატოს, მეორე მხარეს კი იქნება რუსეთთან ურთიერთობები, ვითომ მოლაპარაკებებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კუთხით - ამაში დარწმუნებული ვარ

2024-ის არჩევნების წინ, სასწორის პინაზე ერთ მხარეს დადებენ ევროკავშირს და ნატოს და მეორე მხარეს იქნება რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, მათ შორის, ვითომ ყალბი მოლაპარაკებებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კუთხით. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მიანიშნებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე უმრავლესობის წევრების განცხადებები და ახლა მნიშვნელოვანია, რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ამას.

"ეს არის იმის გაგრძელება, რა პროპაგანდაც ჩამოისხა და ტოქსიკური ნივთიერების მსგავსად გავრცელდა ჩვენი მოქალაქეების მიმართულებით. მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მძიმე იქნება მეორე ეტაპი და 2024-ის არჩევნების წინ ისინი დაიწყებენ სასწორის პინაზე დადებას ევროკავშირის და ნატოსი და მის მეორე მხარეს იქნება რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, მათ შორის, ვითომ ყალბი მოლაპარაკებებით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კუთხით. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, გამომდინარე აქ, ამ დარბაზში რა განცხადებებიც ისმის, იგივე პრემიერის განცხადება ნატოსთან მიმართებაში, თითქოს ნატოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რომელიც დაგმო ცივილიზებულმა სამყარომ. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ჩვენ ამას რას დავუპირისპირებთ," - განაცხადა დეკანოიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში