პრემიერი - ვესაუბრე ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ - ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, კარგად ესმით რეალობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, ევროპელი კოლეგებისგან სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება, ევროპელი პარტნიორები აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან სიტყვიერი დაპირება მივიღე, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა ჩვენი საკითხის განხილვა იქნება.

ისინი აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო