მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსასმახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შვედეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მისი წარმომადგენლის ვიზიტი ქვეყანაში ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც დგას საქართველო დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენი შვედი კოლეგისგან ეს მხარდაჭერა მივიღეთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბიორნ სოდერი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და შვედეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის