ლაშა ფარულავა - უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის, თამაზ გაიაშვილის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის სანქცირება ნიშნავს შემდგომ ეტაპზე საერთაშორისო დონის სანქცირებას

უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის, თამაზ გაიაშვილის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის სანქცირება ნიშნავს შემდგომ ეტაპზე საერთაშორისო დონის სანქცირებას, რომლის მსუსხავ ეფექტსაც იგრძნობს საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ეტაპზე საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა და არა თავდასხმა.

“უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის, თამაზ გაიაშვილის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის სანქცირება ნიშნავს, მათ შორის შემდგომ ეტაპზე საერთაშორისო დონის სანქცირებას, რომლის მსუსხავ ეფექტსაც იგრძნობს საქართველოს მთავრობა და, სწორედ Georgian Airways და გაიაშვილი არის იმ სამთავრობო ბორტების მფლობელი, ასე რომ ვთქვათ, ექსპლუატაციას სწორედ Georgian Airways ეწევა სამთავრობო ბორტების და ცხადია, ეს შეეხება საქართველოს მთავრობის საჰაერო ხომალდებსაც და შესაძლოა შემდგომში შეექმნას საქართველოს მთავრობას ისეთი საჰაერო პრობლემა, რომ ვეღარ შეძლოს საჰაერო ხომალდით სხვადასხვა დასავლური ტიპის ქვეყნებში გადაფრენა.

შესაბამისად, კარგად უნდა გააცნობიეროს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელობა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა და არა თავდასხმა, უნდა შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს და ყველა ის პირი, რომელიც დგას ამ მომენტში რუსეთის, პუტინის ბარბაროსული ომის მხარეს, უნდა გაემიჯნოს საქართველოს მთავრობა და ყველა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში მსუსხავ ეფექტს იგრძნობს აბსოლუტურად ყველა და საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რეალურად “რუსული ოცნების” მთავრობაა, იგრძნობს მსუსხავი ეფექტის შედეგებს”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

,,დროას“ ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე, „ომი და სანქციები“ დასასანქცირებელთა სიას Georgian Airways-ი და თამაზ გაიაშვილი დაამატა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა