გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

გორის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მოწყობილ სკვერში, საბავშვო ბაღების საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მათი ცნობით, სკვერში პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს და ა.შ.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსიც მოეწყო.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

დღეს, მერიის მხარდაჭერით, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სოციალურად დაუცველ და 120 დევნილ ბავშვს უმასპინძლა. მოზარდებმა სპექტაკლი „კარლსონი“ ნახეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს