პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ეწვივნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრები ეწვივნენ - მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სერჟანტთა აკადემიაში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ისინი აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ. კანონმდებლები უფროსი სერჟანტის და სამეთაურო-საშტაბო კურსების ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დაესწრნენ. სტუმრები ოცეულის სერჟანტების საველე პირობებში დრონების გამოყენების სწავლებას და ათეულის მეთაურების საბრძოლო ვარჯიშებს ადგილზე დააკვირდნენ.

ღონისძიების დასასრულს, კოჯორში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლებისა სარდალმა, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის