არაერთხელ ვნახეთ, როცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის შესახებ პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა - ასეთივე პირდაპირი მოწოდებები უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნის მხრიდანაც მოვუსმინეთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
აქვე იონათამიშვილმა დასძინა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ.
"სამწუხაროდ, ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც თითოეული ქართველისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო - როცა საუბარი იყო მეორე ფრონტსა და საომარი სივრცის საქართველოში გადმოტანაზე. ფაქტია, რომ ამის შესახებ პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. სხვა მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებული ვართ. მაშინ, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინა რუსული აგრესიისგან იცავს თავს, დისკუსიის სიღრმეებში შესვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - განაცხადა იონათამიშვილმა.