ირაკლი ჩიქოვანი - შეფასებები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან მოლდოვაში გაკეთდა, იმ ვითარების ადეკვატური არ იყო, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაშია

შეფასებები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან მოლდოვაში გაკეთდა, იმ ვითარების ადეკვატური არ იყო, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაშია, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას, რა იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა კიშინეუში გააკეთა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება, უზარმაზარ რეფორმებს ატარებს და ზელენსკის განცხედება იმ ვითარების შესაბამისი არ იყო, რაც დღეს ქვეყანაშია.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ჩვენ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების დეტალებში არ შევდივართ და მათ კომენტირებას არ ვაკეთებთ იმის მიუხედავად, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მათი განცხადებების ნარატივი ქვეყნის შიგნით არსებული დესტრუქციული ძალების ნარატივს ემთხვევა. ეს ცხადია და ფაქტის კონსტატაციაა. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ დებატში არ შევდივართ! ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში იყოს მშვიდობა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მთლიანად რეგიონში იყოს მშვიდობა", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი“.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს - ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.

„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში