„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს.

განცხადების თანახმად, წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის“ ფესტივალს.

„სიყვარულს ვერ დაამარცხებ! „თბილისი პრაიდის“ ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. „პრაიდის“ კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას. გვჯერა, რომ 2023 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებით: გავაძლიერებთ თემს; ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას; უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას; შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან; წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას. წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის ფესტივალს“. შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის „პრაიდის კვირეულში“ და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში. #სიყვარულსვერდაამარცხებ“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, „ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მსვლელობის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებზე და გამვლელებზე ფიზიკურად იძალადეს. სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე