რომან გოცირიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა თავი მართლაც ბელარუსის გვერდით ჩაიწერა

ღარიბაშვილი გარიყული და მოკვეთილი იყო ცივილიზებული ლიდერებისგან, არც კი მიესალმნენ, ზელენსკიმ ზურგი აქცია და გაბრაზებულმა, დაბოღმილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა - ლუკაშენკოც კი არ ამბობს დღეს ასეთ რამეს ზელენსკიზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ღარიბაშვილმა არაადეკვატური განცხადება გააკეთა მაშინ, როცა ზელენსკიმ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.

"ზელენსკიმ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი და მოუწოდა დასავლეთს, მეტი ყურადღება მიაქციონ საქართველოს და მოლდოვას, ამ დროს კი კეთდება ასეთი არაადეკვატური განცხადება, რადგან ფაქტობრივად, შეურაცხყოფილი გამოვიდა იმ შეხვედრიდან, იყო გარიყული და მოკვეთილი ცივილიზებული ლიდერებისგან, არც კი მიესალმნენ. ფაქტია, ზელენსკიმ მას ზურგი აქცია და ღარიბაშვილი გაბრაზებული, დაბოღმილი გამოვიდა და გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, ის ადამიანი მოიხსენია ცუდად, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო უდგას გვერდით. შესაბამისად, მან თავი ჩაიწერა მართლაც ბელარუსის გვერდით. ორბანმაც კი შეცვალა პოზიცია დღეს და ღარიბაშვილი იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე ადრეული ორბანი. ფაქტობრივად უახლოვდება დსთ-ს ლიდერებს, რომლებიც რუსეთის გვერდით დგანან, უფრო მეტიც, არასდროს ასეთ განცხადებას არ იკადრებს, ასე არასდროს მოიხსენიებს ზელენსკის ყაზახეთის ლიდერი, ალიევი, ფაშინიანი. ლუკაშენკოც კი არ ამბობს დღეს ასეთ რამეს, ერთი წლის წინანდელ ლუკაშენკოს დაემსგავსა ღარიბაშვილი", - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან.

"ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- დასძინა ღარიბაშვილმა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხედავენ რაც ხდება ბელარუსსა და საქართველოში.

"ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ მოგვისმენია მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად უჩინარი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი."

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა