მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და ე.წ. პასუხის უფლების რეგულირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღარ მოახდენს

მაუწყებლის მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და ე.წ. პასუხის უფლების რეგულირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღარ მოახდენს.

უქმდება კანონის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა.

ამ თვალსაზრისით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების კორექტირება ხდება. კანონის პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, მსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად, დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც ეს არის დაწესებული “მაუწყებლობის შესახებ" კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის.

ჯარიმის დაკისრება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე არ მოხდება. ყოველი მომდევნო დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს.

როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა მოხდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია