სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი - ჩრდილოეთ კორეის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს ზოგიერთი ქვეყანა არასათანადოდ აფასებს

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ლი იონ-სუპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს ­ზოგიერთი ქვეყანა არასათანადოდ აფასებს.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების პასიურობა ფხენიანის მიმართ გაეროს სანქციებს ასუსტებს.

ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მოწოდება უგულებელყვეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სატელიტების გაშვებას აპროტესტებს და შეერთებულ შტატებს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გაზრდაში დასდეს ბრალი. ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა.

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრების გაშვებას 11 ივნისამდე გეგმავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია