ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაიმე სიგნალს არ მივიღებთ, უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.

მისი თქმით, ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მოსმენას, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას.

„ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას ისე ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არის უკრაინა ბლოკში დაინახოს. თუ ვილნიუსში რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „უკრაინა ნატო-ში იქნება ამ ომის შემდეგ?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ვილნიუსთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა კიევი იმ სიგნალს, რომლის იმედიც აქვს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში