მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტმა განაცხადა თავისი პოზიცია სააკაშვილის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მგონი, ყველაფერი ნათქვამი იყო, სწორი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა დაშვება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების თაობაზე.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის საუბარი ტოვებდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს, როგორია თვითონ პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე.

მისივე თქმით, „ალბათ, ანგარიშგასაწევია ამ შემთხვევაში, რომ სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ჰქონდა არჩეული სააკაშვილის მსჯავრთან დაკავშირებით“.

„[სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, თუმცა ბოლო ხანებია, ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიციების ცვლილების სურვილი, ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულ ვარიანტებს შეიძლება ეძებდეს და ამიტომ იქნა მითითებული, როგორც ჩანს, აი, ამ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტზე მისი გადმოსახედიდან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კონტექსტი, რომელზე დაყრდნობითაც პრეზიდენტმა განაცხადა თავისი პოზიცია სააკაშვილის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მგონი, ყველაფერი ნათქვამი იყო. სწორი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებულ პოზიციას ემთხვეოდეს ან საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას ეთანხმებოდეს. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სამართლიანია ეს დამოკიდებულება და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ამას ხაზი გაესვას, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან ყველაზე მეტად თავსებადი სწორედ ის პოზიციაა, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ სწორედ პრეზიდენტი საუბრობდა და ახლა გარკვეული სურვილი იკითხება თითქოს, რომ საკითხი სხვაგვარად იყოს და შესაბამისად, თუნდაც, ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ უწევდეს პრეზიდენტს. აი, ასეთი განწყობა დავინახე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] კარგად უნდა მოუარონ და ამას ხმამაღლა ვამბობდი - ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს