„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ვივამედთან“ აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და უნდა გამოვიდეს არა სამაჯურით, არამედ უნდა იყოს თავისუფალი და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, რადგან ეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მიხეილ სააკაშვილს კი არ ჭირდება, ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ გეოპოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში აბსურდული ბრალდებით იმყოფება.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. ის ამჟამად პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებით და ჩვენი მოთხოვნა არის, ეს ადამიანი განთავისუფლდეს ამ სატუსაღოდან“, - განაცხად თემურ ჯანაშიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს