პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

„ქართული ოცნების“ ყველა ქმედება მიმართული არის, რომ ქვეყანამ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე იმ აქციას უერთდება, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.

„რასაც ხელისუფლება აკეთებს, ორი მიზანი აქვს. „ქართული ოცნების“ ყველა ქმედება არის ის, რომ როგორმე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. ევროპაში არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ადრეა, ამ ხალხისთვის აგროვებენ არგუმენტებს და ჩვენს მხარდაჭერებს აცლიან არგუმენტებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ აქციების დარბევის არსი არ არსებობს, არსი არის ის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ნახონ, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას როგორ უკრძალავენ, ადამიანებს ტრანსპარანტების გამო როგორ აკავებენ - როგორც რუსეთში, ცარიელი ფურცლის გამო როგორ აკავებენ, რუსებივით იქცევიან, ანუ „ქართული ოცნების“ ყველა ქმედება მიმართული არის, რომ ქვეყანამ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ჩვენს მთავარ ლობისტებს, მომხრეებს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ნაკლები არგუმენტაცია ჰქონდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის, შეურაცხმყოფელ ბანერებს, მანჯგალაძე ასე პასუხობს:

„ადამიანს, ვისაც რა უნდა, იმ პლაკატით მოვა. მე, მაგალითად, რომ მინდოდეს იმ პლაკატის დაწერა, დავიხატავდი გულზე და დავიკავებდი ხელში, მე ჩემი გამოხატვის საზღვრები მაქვს, ვიღაცას უფრო მეტი აქვს. თან ბიძინამ უთხრა ამ ხალხს, რაც გინდათ, ის დაუძახეთო და მოვიდა ეს ხალხი და რასაც უნდა, იმას ეძახის. მე, მაგალითად, ამ ფორმით არ გამოვხატავ, ვიღაც გამოხატავს ამ ფორმით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს