გიორგი მშვენიერაძე - მომდევნო დღეებში მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება თითოეული პოლიციელის მიმართ, რომელიც ურჩად არღვევდა ადამიანების უფლებებს

ნებისმიერი მცდელობა, შეზღუდონ ადამიანის სიტყვა, ადამიანის უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას იმ ფორმით, როგორც თავად მიაჩნია სწორად, საბოლოო ჯამში, სწორედ იმას იძლევა შედეგად, რომ უფრო მეტი ადამიანი იგებს, თუ რისი თქმა სურდა მას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, ისინი 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავების ფაქტზე პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის და იმ პოლიციელების მიმართ გამოძიების დაწყებისთვის მიმართავენ, რომლებმაც აქციის მონაწილეები დააკავეს.

„დააკავეს ჩემი კოლეგები და აქტივისტები. რა მიიღეს შედეგი? ის, რისი აკრძალვაც უნდოდათ და არ უნდოდათ ხალხს გაეგო, მთელმა საქართველომ გაიგო. ამის შემხედვარე, ისინი ამ შედეგით კმაყოფილი არიან, თუ უკმაყოფილოები, არ ვიცი. ამიტომ უნდა იცოდნენ, ნებისმიერი მცდელობა, შეზღუდონ ადამიანის სიტყვა, ადამიანის უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას იმ ფორმით, როგორც თავად მიაჩნია სწორად, საბოლოო ჯამში, სწორედ იმას იძლევა შედეგად, რომ უფრო მეტი ადამიანი იგებს, თუ რისი თქმა სურდა მას.

დღეს სოლიდარობაა და იმის ჩვენება საზოგადოებისადმი, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და რა ფასი აქვს მას დემოკრატიაში. რაც გუშინ აქ ვნახეთ, ეს იყო არამხოლოდ უფლების შეზღუდვა, არამედ ეს იყო დანაშაული, როცა ადამიანებს ხელს უშლიდნენ სიტყვის თავისუფლების და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზაციაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ჩვენ ცხადია, გარდა იმისა, რომ დღეს აქ მოვედით, სამართლებრივ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ და პროკურატურას მომდევნო დღეებში მივმართავთ გამოძიება დაიწყოს მათ შორის, თითოეული პოლიციელის მიმართ, რომელიც ასე ურჩად არღვევდა ადამიანების უფლებებს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო