საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ მიემართებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან და 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ.

მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა