პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რჩება მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, რომელსაც კარავი აქვს გაშლილი.

რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, ბექა გრიგორიადისს დღეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება მისცეს. აღნიშნულამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები ეჭირათ და აცხადებდნენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავეს, მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ასევე, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა