საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.

"ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა. ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინაუგურაციის ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა