ბექა ლილუაშვილი - ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ სისტემურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ

ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია, არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის მიხმარება მათ არ სჭირდებათ.

"ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მიხმარების "ქართული ოცნებისთვის" და დავინახეთ მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშვნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას", როცა მისგან ქმნის მტრის ხატს და წლებია იმარჯვებს არჩევნებზე. კარგად ვიცით კალაძის და კობახიძის განცხადებები, როგორი საჩუქარია მათთვის ხაბეიშვილი და კეზერაშვილი. ჩვენ არავის მიხმარება არ გვჭირდება. ვისაც ამის სურვილი აქვს და თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის