გია ვოლსკი - რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება - დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც ჩვენთვის წამგებიანი აღმოჩნდება

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება - სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდება, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პასუხი კითხვაზე, რა ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება გადახედოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან არსებულ სავიზო პოლიტიკას.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ასაწონია მოსალოდნელი საფრთხეები, დაპირისპირების რა ხარისხში შეიძლება შევიდეს პატარა, დაუცველი ქვეყანა აგრესიული ხასიათის ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც ამავე დროს ოკუპაციას აწარმოებს”.

“სავიზო პოლიტიკის ცალკე განხილვა არ შეიძლება - აქ მთელი პაკეტია. ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ ისეთი რეჟიმის დაწესება, რომელიც არ გქონია, არის გარკვეული სანქცია. ჩვენთვის მთავარია ინდიკატორი, რომელიც საოკუპაციო კანონმდებლობის დარღვევას ეხება. მესაზღვრე აქედან გამომდინარე მსჯელობს, როცა ადამიანს ატარებს.

არსებობს პროფესიონალური უსაფრთხოების სამსახურის რესურსი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემას რაიმე დაუპირისპირდეს”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა