ნიკა გვარამიასნაირი პოლიტპატიმრებისთვის მთავრობას მათი ნება-სურვილის და ინსტრუქციების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეები სჭირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, ნიკა გვარამია „კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარია“.
„მოსამართლეთა კორპუსის 100-ვე პროცენტი „რუსული ოცნების“ მონობაში არ არის. ყველა მათ არ ემორჩილება და არ ემსახურება. გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ ყველაზე წნეხი განახორციელონ, მაგრამ არიან ერთეული მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი რწმენის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს. მთავრობას ნიკასნაირი კლასიკური გაგებით პოლიტპატიმრებისთვის მათი ნება-სურვილის და ინსტრუქციების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეები სჭირდებათ და ამ ნიშნით შეარჩიეს დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.