სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - უარი უნდა ვთქვათ ნაბიჯებზე, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება საქართველოს ევროპულ გზაზე ხელი შეუშალოს

ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ბორის კოლარმა, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ ქვეყანაშია განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს.

„ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო, ჩვენ როგორც სლოვაკეთს გვესმის ეს. სლოვაკეთს თავისი გზის დასაწყისში მოწვევა არ გვქონია 1998 წელს, რომ გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში, მაგრამ ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ და გავწევრიანდით 2004 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც აუცილებელია, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, იყოს ერთიანი ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება.

ნორმალურია ყველა პოლიტიკურ ქვეყანაში განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ხიდები ააშენოს ერთიანობის და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და შეიძლება ხარვეზებზეც მიგითითოთ, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - განაცხადა ბორის კოლარმა, რომლის განცხადების თარგმანს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოში სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით