მარკეტა პეკაროვა ადამოვა - სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა, ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის

ყველა ჩვენს ქვეყანას აქვს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები. გამონაკლისი არც საქართველოა, - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა ადამოვამ მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ნდობის აღდგენის მხრივ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა - ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მარკეტა პეკაროვა ადამოვას თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. ჩეხეთი და სლავკოვის ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, - დასძინა პეკაროვა ადამოვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა