არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი დაყოვნება და მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ააქტიურებს არაკეთილმოსურნე ძალებს - მივმართავ ევროპელ კოლეგებს, მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს

კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ბუნდესტაგის დელელგაციის წევრებთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი დაყოვნება და მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს ააქტიურებს.

„მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველო ელოდება სამართლიანად კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი დაყოვნება და მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ააქტიურებს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა იყოს დაცული მომავალშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და ამას ჩვენი ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს.

„პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს, სწორედ ჩვენი გუნდის ლიდერობით შესრულდა, საზოგადოება ამაში მხარს გვიჭერდა და რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ გუნდის ლიდერი, რომელსაც უშუალოდ წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში, ევროპულ რეფორმებში და საქართველოს პროგრესში, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა ევროპას, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე და ევროკავშირმა უნდა მიიღოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი იყო რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს.

„გერმანიის ელჩთან გვქონდა მეგობრული შეხვედრა. მან გამართა მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე. დღეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ევროპულ დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად და ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც განიხილავს ევროკავშირი, მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ.

ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ბუნდესტაგის წევრებთან რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს და ასევე, მადლობა გადავუხადეთ გერმანიის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აქვს საქართველოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა