ძალიან ჰგავს საარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართულებით ეს ნაბიჯი გადაიდგას იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივას.
ლილუაშვილის თქმით, თუ ინიციატივის მიზანი ეს არის, ეს არის „უკიდურესად მძიმე" ნაბიჯი.
„ვინ დააყენა საერთოდ ეს საკითხი?- როცა მსგავსი ტიპის საკითხი შემოდის დღის წესრიგში, საჭიროებს კონკრეტულ შემთხვევებს, რომ საზოგადოების ფართო ჯგუფს გაურთულდა და დაუგროვდა წლების განმავლობაში ეს პრობლემა. ამას სჭირდება სერიოზული ფუნდამენტური საფუძველი, თუ რატომ ხდება ამ საკითხის შემოტანა დღის წესრიგში, არის ეს დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი, საინვესტიციო თუ ეკონომიკური ან სოციალური დანიშნულების, ამაზე განმარტებები არ მოგვისმენია. ეს ძალიან ჰგავს საარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს, თუ ეს ასეა არის უკიდურესად მძიმე, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართულებით ეს ნაბიჯი იყოს გადადგმული იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. შესაძლოა, 5 - წლიანი ცენზი საკმარისი არ იყოს 2024 წლის არჩევნებისთვის პირობითად, მაგალითად 2025 წლის, ან შემდგომო არჩევნებისთვის იყოს, მე არ ვიცი, ათვლა საიდან დაიწყება. არ მინდა შევიდე შეთქმულების თეორიებში და არაადეკვატურ რისკებში, ამიტომ დაველოდოთ განმარტებებს, თუმცა, ეჭვის საფუძველო ნამდვილად მაქვს, რომ ეს საკითხო უკავშირდება არჩევნებს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.