თამარ კორძაია - რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ომი არ გვაქვს საქართველოში - ეს არ არის გამოსავალი, ქვეყანა შესაძლოა, ომის გარეშეც განადგურდეს

რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ომი არ გვაქვს საქართველოში - ეს არ არის გამოსავალი. შესაძლოა, ქვეყანა განადგურდეს ომის გარეშეც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი ხანია ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომს ეწევა.

„კონფერენციაზე დასმული საკითხები არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საქართველოს რეალობისათვის და არამარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, მაგრამ საქართველოსთვის განსაკუთრებით, რადგან ინფორმაციის სანდოობას ეხება და უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენი ხელისუფლება დეზინფორმაციულ ომს ეწევა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ კონკრეტული მექანიზმების შემუშავება ამის წინააღმდეგ ძალიან რთულია, როდესაც ხელისუფლება ამ პროცესში შენი მოკავშირე არ არის, მაგრამ პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლო გზების დასახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ხელისუფლება არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე, არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არანაირი ხედვა და სტრატეგია არ აქვს. რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ომი არ გვაქვს საქართველოში და ეს არ არის გამოსავალი. შესაძლოა, ქვეყანა განადგურდეს ომის გარეშეც“, - განაცხადა კორძაიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა