კახა კალაძე - ელენე ხოშტარია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როდესაც რუსეთს აკრიტიკებს და პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, „როდესაც რუსეთს აკრიტიკებს და პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ“. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ჩვენ ვისმენდით განცხადებებს 2012 წლამდე, როგორ მოუწოდებდა და მიესალმებოდა, თუნდაც რუსი ტურისტების, რუსული ბიზნესის შემოსვლას, თუმცა დღეს ყველაზე მეტად გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე“, - განაცხადა კალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის